Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის


ავღანეთში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიჩარდ არმიტაჯი.

ავღანეთში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიჩარდ არმიტაჯი.
ის ყანდაარში შეხვდა ამ პროვინციის მეთაურს, იუსუფ პაშტუნს და აღნიშნა, რომ აშშ ზრდის ავღანეთისათვის განკუთვნილ დახმარებას: [არმიტაჯის ხმა] "შეერთებული შტატების მთავარი შეუდგა ავღანელი ხალხისათვის მხარდაჭერის გაფართოებას და მას დახმარებას 1,2 მილიარდი დოლარით გაუზრდის. ყანდაარია ერთ-ერთი იმ რეგიონებიდან, რომელთაც დახმარებას მიაწვდიან და მინდოდა, ამ საკითხზე გუბერნატორთან საუბარი". შემდეგ არმიტაჯი ქაბულში გაემგზავრა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან მოსალაპარაკებლად. მანვე ოპტიმისტურად შეაფასა ამჟამინდელი ვითარება ავღანეთში.
XS
SM
MD
LG