Accessibility links

საქართველოს ახალგაზრდობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი "Get-Out-The-Vote" - "წამოდი არჩევნებზე" . ასე ითაგრმნება აშშ-ის საერთასორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პროგრამა, რომელიც არაერთ ქვეყანაში განხორციელების შემდეგ, 1998 წლიდან საქართველოშიც იკიდებს ფეხს.

ბოლო ორი არჩევნების წინა პერიოდში საქართველოს ახალგაზრდობისთვის ნაცნობი და პოპულარული "სახეები" ახალგაზრდებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ. იგივე ხდება 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების წინ, როცა დუტა სხირტლაძე, თიკა ფაცაცია, თამუნა გაბრიელაშვილი და სხვები ახალგაზრდობას ტელევიზიისა და რადიოს ეთერით 2 ნოემბრისთვის მობილიზაციას მოუწოდებენ. და მაინც, თამარ ჩიქოვანის ცნობით, 2003 წლის მობილიზაციის პროგრამა განსხვავებული აღმოჩნდა.


ძირითადი განსხვავება, რაც ახალგაზრდა ამომრჩევლის მობილიზაციის პროგრამას წინა არჩევნებისას ჩატარებულისგან განასხვავებს, ის გახლავთ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ამ პროგრამის პრეზენტაციაზე თბილისში ჩამოვიდა ამ არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელმაც ოპოზიციურ პარტიათა ლიდერებსა და ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრების მიუხედავად, მაინც გამონახა დრო, პირადად მიეღო მონაწილეობა პროგრამა " წამოდი არჩევნებზე" პრეზენტაციაში.
თავად სენატორის აღიარებით, ახალ თაობასთან ურთიერთობა პირადად მას საპრეზიდენტო კამპანიისას ყველაზე სასიამოვნოდ დაამახსოვრდა. შესაბამისად, იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ახალგაზრდობამაც აქტიურად უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, რადგან ამით ახალგაზრდობა საკუთარ მომავალს განსაზღვრავს.
პროგრამის წლევანდელ სააგიტაციო სარეკლამო რგოლებში ქართული პოპ-მუსიკისა და სატელევიზიო ეთერის ცნობილი სახეები მონაწილეობენ. არჩევნებში წასვლის აუცილებლობაში ახალგაზრდა ამომრჩეველს მამუკა ონაშვილი, აჩი ფურცელაძე, თამთა გოგუაძე, თიკა ფაცაცია და სხვები დაარწმუნებენ. პროგრამის ფარგლებში რეგიონებში 12 უფასო კონცერტი გაიმართება. ქალაქებსა და სოფლებში სააგიტაციო პლაკატები გაიკვრება.
[ ჯონ მაკკეინის ხმა] " ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ამიტომ ვარ აქ."
2 ნოემბრის არჩევნების განსაკუთრებულობაზე საუბარი დიდი ხანია, მიმდინარეობს. ამერიკელთა განცხადებებში სულ უფრო ჭარბობს მოსაზრება, რომ მხოლოდ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების შედეგად იქნება შესაძლებელი ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რის წინაშეც დღეს საქართველო აღმოჩნდა. შესაბამისად, სენატორ მაკკეინთან შეხვედრებისას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბების მცდელობებზე საუბრობდნენ. სენატორი დარწმუნებულია, რომ არჩევნებამ,დე დარჩენილ დროში პრობლემათა დიდი ნაწილის აღმოფხვრა შესაძლებელია.
[ ჯონ მაკკეინის ხმა] " იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც დააყენა ოპოზიციამ. მაგალითად, ის დიდი რაოდენობა ამომრჩევლებისა, რომლებიც არიან სიაში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ეუთოს დამკვირვებლებს ვთხოვე, ეს საკითხი დეტალურად განიხილონ. მე დასკვნებს არ ვაკეთებ."
დასკვნები უკვე 2 ნოემბრის შემდეგ გაკეთდება, თუ რამდენად დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდა არჩევნები. ამ ეტაპისთვის ოპოზიცია ხელისუფლებას არა მხოლოდ საარჩევნო სიის გაბერვაში ადანაშაულებს, არამედ ე.წ. განსვლელი კანდიდატების რეგისტრაცისაში ხელის შეშლაშიც. დამკვირვებლების ვარაუდით, ყველაზე ცხელი წინასაარჩევნო პერიოდი ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყება. იმედია, "ცხელი საარჩევნო" მარათონის შემყურე ამომრჩეველს არჩევნებზე წასვლის სურვილი არ დაეკარგება.
XS
SM
MD
LG