Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერს არიელ შარონს მოუწოდა,

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერს არიელ შარონს მოუწოდა,
ნუ იმოქმდებს ისე, რომ გაამძაფროს ვითარება ახლო აღმოსავლეთში. ბუში თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე გამოვიდა და თქვა, რომ ელაპარაკა შარონს მას მერე, რაც სირიის ტერიტორიაზე ისრაელმა გუშინ თავდასხმის მოაწყო, განაცხადა რა, რომ იქ ტერორისტთა საწვთნელი ბანაკია. [ბუშის ხმა] მე განვუმარტე პრემიერ - მინისტრს, როგორც ყოველთვის ვაკეთებდი, რომ ისრაელი არ უნდა იყოს შეზღუდული თავდაცვაში. ამასთან, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მისი ყოველგვარი მოქმედება გამორიცხავდეს ვითარების გამძაფრებას".

საერთაშორისო თანამეგობრობა, აშშ-ის გამოკლებით, გმობს ისრაელის მიერ გუშინ სირიის ტერიტორიაზე შეირაღებულ პალესტინელთა სავარაუდო საწვრთნელ ბაზაზე თავდასხმას. ბრიტანეთის პრემიერის ბლერის კანცელარიამ თავდასხმას უწოდა რეგიონის ვითარების მიუღებელი გამწვავება. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ თქვა, რომ ამ თავდასხმამ კიდევ უფრო გაამწვავა თივარება რეგიონში. გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის მიერ შეტანილია რეზოლუციიის პროექტი, რომელშიც ისრაელის ქმედება დაგმობილია. საბჭომ დოკუმენტი უნდა განიხილოს. რუსეთმა გამოაცხადა, რომ რეზოლუციას მხოლოდ მაშინ მიემხრობა, თუკი მასში მოწოდება იქნება შეწყვიტონ ტერაქტები ისრაელის წინაააღმდეგ. ჩინეთის მთავრობის განცხადებით, ის შოკირებულია ისრაელის ქმედებით.
არაბულმა სამყარომ დაგმო ასევე სირიაზე თავდასხმა.
XS
SM
MD
LG