Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში


ჩეჩნეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის მეთაურმა აჰმად კიდიოვმა. მან,

ჩეჩნეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის მეთაურმა აჰმად კიდიოვმა. მან,
საარჩევნო კომისიის ცნობით, ხმების 81, 1 პროცენტი მოაგროვა. ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში ხმის უფლების მქონეთა 87-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. ეს ფაქტი დამოუკიდებელ მოწმეს არ დაუდასტურებია. საერთაშორისო პოლიტიკოსთა მიერ ეს არჩევნები შეფასებულ იქნა როგორც ფარსი. არჩევნებზე ევროპის კავშირს და ეუთოს მეთვალყურეები არ გაუგზავნიათ. ეუთომ სინანული გამოთქვა, რომ ჩეჩენმა ხალხმა ვერ მიიღო სამართლიანი არჩევნების ჩატარების საშუალება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა ბაუჩერმა განაცხადა, რომ ჩეჩეთის არჩევნები საერთაშორისო ნორმებს არ შეესაბამებოდა და რომ ჩეჩენი ხალხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მის კანონიერებას. ევროპის საბჭოში გერმანიის დელეგაციის მეთაურმა ბინდინგმა განაცხადა, რომ არჩევნების წინ დამოუკიდებელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ კადიროვს მხოლოდ ათი პროცენტი ემხრობა. თვითონ კადიროვმა არჩენების შემდეგ განაცხადა, რომ ტერორისტებს მოსპობს. მანვე უარყო ჩეჩნეთის 1990 წელს არჩეულ პრეზიდენტთან ასლან მასხადოვთან ყოველგვარი მოლაპარაკება.
კადიროვმა გროზნოში თქვა:
[კადიროვის ხმა]
"რესპუბლიკის და იმ ხალხის მიმართ, ვინც მენდო, უდიდესი პასუხისმგებლობის სიმძიმეს ვგრძნობ. მე მათი მადლიერი ვარ. ვიცი, რომ ბევრია გასაკეთებელი და ეს, ხალხთან ერთად უნდა იქნეს გაკეთებული".



XS
SM
MD
LG