Accessibility links

კალიფორნიის ახალ გუბერნატორად აირჩიეს ჰოლივუდის


კალიფორნიის ახალ გუბერნატორად აირჩიეს ჰოლივუდის ვარსკვლავი, რესპუბლიკელი არნოლდ შვარცენეგერი, რომელმაც კენჭისყრაში, წინასწარი მონაცემებით, ხმების თითქმის 50 პროცენტი მიიღო.

კალიფორნიის ახალ გუბერნატორად აირჩიეს ჰოლივუდის ვარსკვლავი, რესპუბლიკელი არნოლდ შვარცენეგერი, რომელმაც კენჭისყრაში, წინასწარი მონაცემებით, ხმების თითქმის 50 პროცენტი მიიღო.
ამომრჩევლებმა შტატის ისტორიაში პირველად მისცეს ხმა მოქმედი გუბერნატორის გადადგომას. დემოკრატ გრეი დევისის წასვლას მხარი დაუჭირა არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. შვარცენეგერმა დიდი უპირატესობით აჯობა თავის კონკურენტებს. სულ 135 ადამიანი აცხადებდა გუბრნატორის პოსტზე პრეტენზიას. გამარჯვებულმა განაცხადა, რომ იგი შეეცდება გააერთიანოს ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული შტატი, რათა გადაჭრას მასში არსებული პრობლემები. [შვარცენეგერის ხმა] "წინ მძიმე არჩევანი გველის. პირველი, რასაც გავაკეთებთ, განსაზღვრავს ჩვენს წარმატებას. ავაშენოთ ჩვენი შტატი ერთად, თუ ერთმანეთს ვექიშპოთ და კიდევ უფრო ღრმა დაპირისპირებამდე მივიდეთ, რაც კალიფორნიელი ადამიანების წარუმატებლობას გამოიწვევს? ჩემი პასუხი სავსებით ნათელია: ხალხის წარმატებისთვის პოლიტიკა, როგორც წესი, განზე უნდა გადგეს." შვარცენეგერის არჩევამ ფურორი გამოიწვია მის მშობლიურ ავსტრიაში. ასობით ადამიანს შორის, ვინც მისალოცი ტელეგრამები გაგზავნა, არიან ავსტრიის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი.
XS
SM
MD
LG