Accessibility links

logo-print

ერაყის მმართველი საბჭო არ ეთანხმება


ერაყის მმართველი საბჭო არ ეთანხმება ქვეყნის ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო კონტინგენტის განთავსებას.

ერაყის მმართველი საბჭო არ ეთანხმება ქვეყნის ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო კონტინგენტის განთავსებას.
საბჭოს ხელმძღვანელმა იად ალაუიმ განაცხადა, რომ საკითხი უნდა განხილულ იქნეს ბაღდადში ამერიკულ-ბრიტანული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, პოლ ბრემერთან. თურქეთმა უკუაგდო კრიტიკა. თურქეთის რიგმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულა გიულმა, მიუთითეს იმ გარემოებაზე, რომ თურქეთის ჯარების განთავსებას ერაყის მმართველი საბჭოს ქურთული წარმომავლობის წევრები ეწინააღმდეგებიან. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა იმედი გამოთქვა, რომ უთანხმოება მოგვარდება. [ბაუჩერის ხმა] "ჩვენ მივესალმებით თურქეთის გადაწყვტეილებას ერაყში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის თაობაზე. შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ თურქეთის ჯარები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ერაყში სტაბილურობის დამყარების საქმეში. ჩვენ მჭიდრო კონსულტაციებს ვატარებთ ანკარასთან ქვეყანაში თურქეთის ჯარების ყოფნის დეტალების შესახებ."
XS
SM
MD
LG