Accessibility links

ნინო ბურჯანაძემ სამი დღეს მისცა


ნინო ბურჯანაძემ სამი დღეს მისცა უშიშროების მინისტრ ვალერი ხაბურძანიას იმის გასარკვევად, არის თუ არა ბურჯანაძე უცხო ქვეყნის აგენტი,

ნინო ბურჯანაძემ სამი დღეს მისცა უშიშროების მინისტრ ვალერი ხაბურძანიას იმის გასარკვევად, არის თუ არა ბურჯანაძე უცხო ქვეყნის აგენტი,
ან არის თუ არა შემჩნეული უცხოეთის უშიშროების უწყებებთან კავშირში. პარლამენტის თავმჯდომარესა და საარჩევნო ბლოკის "ბურჯანაძე-დემოკრატები" ლიდერს ასეთი ბრალდება წაუყენა სახელისუფლებო ბლოკის "ახალი საქართველოსათვის" სპიკერმა ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ. მან ხაბურძანიას ხუთშაბათს გადასცა დოკუმენტები, რომლებშიც, სარიშვილი-ჭანტურიას მტკიცებით, ლაპარაკია ნინო ბურჯანაძისა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას კავშირზე რუსეთის სპეცსამსახურებთან.
XS
SM
MD
LG