Accessibility links

ევროკავშირმა გამოთქვა სერიოზული შეშფოთება ჩეჩნეთში


ევროკავშირმა გამოთქვა სერიოზული შეშფოთება ჩეჩნეთში გასული კვირის მიწურულს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანობით,

ევროკავშირმა გამოთქვა სერიოზული შეშფოთება ჩეჩნეთში გასული კვირის მიწურულს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანობით,
მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს პოლიტიკური დარეგულირების პროცესი. როგორც ევროკავშირის ხელმძღვანელობა წუხელ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, არჩევნებს ჩეჩნეთში აკლდა პლურალიზმი და დამოუკიდებელ საინფორმაციო საშუალებებში გაშუქება. ოფიციალური ინფორმაციით, კენჭისყრაში ამომრჩევლების თითქმის 88 პროცენტი მონაწილეობდა და მათი თითქმის 80 პროცენტი პრომოსკოვური ადმინისტრაციის მეთაურს, ახმად კადიროვს მიემხრო.
XS
SM
MD
LG