Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი


რუსეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი გამოდიან მოწოდებით, მალე იქნეს მიღებული გაეროს ახალი რეზოლუცია ერაყის შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი გამოდიან მოწოდებით, მალე იქნეს მიღებული გაეროს ახალი რეზოლუცია ერაყის შესახებ.
ვლადიმირ პუტინმა და გერჰარდ შრიოდერმა ურალში მოლაპარაკების მეორე დღეს განმეორებით აღნიშნეს, რომ ემხრობიან გაეროს წამყვან როლს ერაყში. ამასთან, პუტინის თქმით, კარგი იქნება, თუ რეზოლუციას დაამტკიცებენ მადრიდში ერაყის რეკონსტრუქციის დონორთა კონფერენციის დაწყებამდე. ეს კონფერენცია 23 ოქტომბერს უნდა დაიწყოს. როგორც პუტინმა აღნიშნა: [ვლადიმირ პუტინის ხმა] "კონფერენციაში მონაწილეობას მივიღებთ, ალბათ, როგორც დამკვირვებელი, ვინაიდან გვინდა ვიცოდეთ, რა ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ ერაყს დიდი თანხები ესაჭიროება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ თანხების ეფექტიანი გამოყენება მხოლოდ პოლიტიკური დარეგულირების შემთხვევაშია შესაძლებელი". იუწყებიან აგრეთვე, რომ ვლადიმირ პუტინმა შრიოდერს სთხოვა, გერმანიის თანადგომა ენერგომატარებლების ფასებზე რუსეთისა და ევროკავშირის დავაში. პუტინის განმარტებით, ევროკავშირი მოსკოვისაგან მოითხოვს შიდა ბაზარზე ფასების მომატებას, ამ ქვეყნის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მისაღებად. რუსეთი კი შიშობს, რომ ფასების მომატება ზიანს მიაყენებს მის ეკონომიკას.
XS
SM
MD
LG