Accessibility links

logo-print

გერმანიის კანცლერ გერჰარდ შროდერთან შეხვედრისას


გერმანიის კანცლერ გერჰარდ შროდერთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მანამდე, სანამ მსოფლიოში პრევენციული სამხედრო დარტყმების პრაქტიკას სხვა ქვეყნები გამოიყენებენ,

გერმანიის კანცლერ გერჰარდ შროდერთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მანამდე, სანამ მსოფლიოში პრევენციული სამხედრო დარტყმების პრაქტიკას სხვა ქვეყნები გამოიყენებენ,
რუსეთიც იტოვებს მსგავსი ოპერაციის განხორციელების უფლებას. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა კი რუსეთი-ნატოს საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ პრევენციული სამხედრო დარტყმების შესაძლებლობას რუსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მიმართაც არ გამორიცხავს. "არსებობს შემთხვევები, როცა რიგი სახელმწიფოები რუსეთთან არ თანამშრომლობენ ტერორიზმსა და სხვა საკითხებში და არ გადასცემენ პირებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტულ ქმედებებში მონაწილეობდნენ", - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
XS
SM
MD
LG