Accessibility links

logo-print

ცნობას იმის შესახებ, რომ მიმდინარე


ცნობას იმის შესახებ, რომ მიმდინარე წლის ნობელის სამშვიდობო პრემიის ლაურეატი ირანელი ქალი, თვალსაჩინო ვექილი და ადამიანის უფლებათა დამცველი შირინ ებადი გახდა,

ცნობას იმის შესახებ, რომ მიმდინარე წლის ნობელის სამშვიდობო პრემიის ლაურეატი ირანელი ქალი, თვალსაჩინო ვექილი და ადამიანის უფლებათა დამცველი შირინ ებადი გახდა,
არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა მის სამშობლოში. ებადი არის პირველი მაჰმადიანი ქალი და პირველი წარმომადგენელი ირანისა, ვისაც ნობელის სამშვიდობო პრემია მიენიჭა. ირანელმა კონსერვატორებმა დასავლეთისადმი მაამებლობაში დაადანაშაულეს ნობელის კომიტეტი. კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა ასადოლა ბადამჩიანმა განაცხადა, რომ შირინ ებადისათვის ნობელის პრემიის მინიჭებას პოლიტიკური სარჩული უდევს. ხოლო გაზეთ "ენთეხაბის" გამომცემელმა თალე ჰაშემიმ განაცხადა, რომ თუ რომელიმე ირანელი იმსახურებს ნობელის პრემიას, ასეთი, პირველ რიგში, პრეზიდენტი მოჰამად ხათამიაო. ირანის მთავრობის წარმომადგენელი აბდოლა რამეზანზადე მიესალმა ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ შირინ ებადის დაჯილდოებით ნობელის კომიტეტმა ყველა ირანელ ქალს მიაგო პატივი.
XS
SM
MD
LG