Accessibility links

დღეს, ერაყის ქალაქ თიქრითის მახლობლად


დღეს, ერაყის ქალაქ თიქრითის მახლობლად ამერიკელმა სამხედროებმა დააკავეს 4 ადგილობრივი მკვიდრი,

დღეს, ერაყის ქალაქ თიქრითის მახლობლად ამერიკელმა სამხედროებმა დააკავეს 4 ადგილობრივი მკვიდრი,
რომლებიც ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილი. როგორც ჯარის სარდლობის წარმომადგენელმა განაცხადა, დაპატიმრებულთაგან ორი - ერაყის დამხობილი რეჟიმის უშიშროების უწყებაში მსახურობდა. თიქრითში განხორციელებული ოპერაციის მსვლელობისას სამხედროებმა რამდენიმე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა და იარაღის საწყობები აღმოაჩინეს. დღესვე, ამერიკელმა სამხედროებმა ქაღალდის ახალი ფულის ტრანსპორტირება დაიწყეს ერაყის მთელს ტერიტორიაზე. იმავდროულად ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა საჯაროდ დაწვა ძველი ბანკნოტების დიდი ნაწილი. როგორც ბანკის მმართველის მოადგილემ სალმან მოჰამადმა განაცხადა, უმრავლესობა კუპიურებისა, რომლებზეც მომღიმარე სადამ ჰუსეინია გამოსახული, უკვე შეკრებილია. ერაყის მოსახლეობას სამი თვის ვადა აქვს მიცემული ძველი ფულის ახალზე გადასაცვლელად.
XS
SM
MD
LG