Accessibility links

logo-print

ქვეყნის უსაფრთხოება 2 ნოემბრის არჩევნების წინ


კონსტიტუციის თანახმად, სამხედრო ძალები დეპოლიტიზებული

ინსტიტუტები არიან და, წესით, წინასაარჩევნო პროცესი მათ საბრძოლო მზადყოფნაზე ზეგავლენას არ უნდა ახდენდეს. მაგრამ როგორც წინა არჩევნების პრაქტიკა აჩვენებს, საქართველოში ყოველთვის დიდი იყო ცდუნება სამხედრო ძალებში გაბნეული 60 ათასი ხმის მოპოვებისთვის, რაც ქვეყნის უასფრთხოების ინსტიტუტებს სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებდა. ამ მხრივ გამონაკლისი არც 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება. დიდი ძალებია ჩართული იმისთვის, რათა გასამხედროებული უწყებები წინასაარჩევნო დაპირიპირების არენად იქცეს.

არჩევნების დროს სამხედრო ძალების პირადი შემადგენლობა სახელისუფლებო ძალის ოქროს რეზერვად ითვლებოდა. 1995-99 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ე.წ. "დახურული საარჩევნო" უბნების საშუალებით, ყაზარმებში მყოფი ჯარისკაცების ხმების აბოლუტური უმრავლესობა მაშინდელ მმართველ ბლოკს - "მოქალაქეთა კავშირს" ხვდა წილად. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებზე დახურული უბნები თითქმის აღარ იარსებებს და, შესაბამისად, სამხედროების ხმების კონვეიერული წესით მიღების იმედი სახელისუფლებო ძალებს აღარ უნდა ჰქონდეთ. ალბათ სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე სახელისუფლებო ბლოკმა "ახალი საქართველოსთვის" სამხედრო ელიტის ნაცნობ სახეებს საკუთარ რიგებში მოუყარა თავი.

ამ ბლოკის სიით ღებულობს მონაწილეობას არჩევნებში ყოფილი თავდაცვისა და უშიშროების მინისტრები გია ყარაყარაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი და ჯემალ გახოკიძე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ჯონი ფირცხალაიშვილი და უშიშროების მინისტრის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, რომლებიც ზედ არჩევნების კვირაძალზე გადადგნენ თანამდებობიდან და იმედი აქვთ, რომ სათავისოდ განაწყობენ სამხედროფორმიან ელექტორატს.

სამხედრო ძალების პირად შემადგენლობაზე გავლენის მხრივ, სახელისუფლები ბლოკს, შესაძლოა, შეეჯიბროს მხოლოდ "ბურჯანაძე - დემოკრატების" საარჩევნო სუბიექტი პარლამენტის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეებით სათავეში, რომლებსაც ძალოვან უწყებებში ასევე ბევრი ფავორიტი ეგულებათ.

ეს დაპირისპირება რომ შეუქცევადია, გასული კვირას მომხდარმა სკანდალმაც დაადასტურა. ქვემო ქართლის ახალმა გუნერნატორმა ზურაბ კობიაშვილმა, რომელმაც ამ პოსტზე ბლოკ "ახალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან მამალაძე შეცვალა, კანცელარიაში გამართულ თათბირზე განაცხადა: სამხედრო პროკურატურის ხელმძღვანელობა ქვემო ქართლში განლაგებულ სამხედრო ნაწილების პირად შემადგენლობას საარჩევნო ბლოკ "ბურჯანაძე -დემოკრატებისთვის" ხმის მიცემისკენ მოუწოდებსო.
გასაგებია, თუ რატომ "ბურჯანაძე - დემოკრატები" და არა სხვა ვინმე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის მეუღლე, ბადრი ბიწაძე, როემლიც გენერალური პროკურორის პირველი მოადგილეა, მანამდე საქართველოს სამხედრო პროკურორი იყო. ამ პოსტს ახლა მისი ფავორიტი, გენერალი გია ჯიქია ფლობს, რომელსაც ჩვენთან საუბარში არ დაუმალავს, რომ ნამდვილად აკავშირებს ახლო ურთიერთობა ბურჯანაძის ოჯახთან. ოღონდ, მთავარი სამხედრო პროკურორი კატეგორიულად აცახდებს, რომ მისი მხრიდან წინასაარჩევნო აქტივობას ვინმეს სასარგებლოდ ადგილი არ ჰქონია.

[გია ჯიქიას ხმა] "ასეა თუ ისე, ქვემო ქართლის მხარეში სამხედრო პროკურატურის ორაგნოების წინასაარჩევნო საქმიანობა შესასწავლად უშიშროების საბჭოს გადაეცა.
მაგრამ ორად გაყოფილ სახელისუფლებო ძალას შორის დაპირიპირება ამით არ მთავრდება. და რაც სამწუხაროა, არ მთავრდება ძლოვანი უწყებების ჩათრევის მცდელობაც წინასაარჩევნო პროცესში".

პარასკევს, ბლოკ "ახალი საქართველოსთვის" სპიკერმა ირინა სარიშვილმა-ჭანტურიამ უშიშროების მინისტრს "პარლამენტის თავმჯდომარისა და ამევე პოლიტიკური სუბიექტის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჟვანიას რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირის დამადასტურებელი საბუთები გადასცა". ეს არის დიდი მეხსიერების მქონე კომპიუტერული ფაილი, რომელმაც საქართველოს სპეცსამსახურის აგენტები, სარიშვილ-ჭანტურიას აზრით, მეტად სერიოზულ კვალზე უნდა დააყენოს.

სხვა ქვეყნის სპეცსამსხურებთან თანამშრომლობაში სხვადასხვა პირის მიმართ სხვადასხვა კალიბრის ეჭვი ადრეც არაერთხელ გამოთქმულა საქართველოში, მაგრამ, როგორც წესი, ამას გაგრძელება არ მოჰყოლია. ახლა კი სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ამ საქმეს იოლად ვერავინ შემოდებს თაროზე.
თუ სახელისუფლებო ბლოკის სპიკერის ბრალდება დადასტურდა, მაშინ ეს ბურჯანაძე-ჟვანიას პოლიტიკური კარიერის დასასრულის დასაწყისი იქნება. თუ ამ "ფლეშ-კარტაში" ისეთივე ძალის მამხილებელი მასალა აღმოჩნდა, როგორიც სანკტ-პეტერბურგის 300 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძის საიუბილეო მედლით დაჯილდოებაა, მაშინ ირინა სარიშვილ-ჭანტურიას მოუწევს პროფესიის შეცვლა.
აქედან გამომდინარე უშიშროების სამინისტრო სერიოზული გამოწვევეის წინაშე დგას. როგორც ამ უწყების ოფიციალური წარმომადგენელი ნიკა ლალიაშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ერთ მხარეს დგას სახელისუფლებო ბლოკის სპიკერის, მეორეზე კი პარლამენტის თავმჯდომარის ავტორიტეტი, უშიშროების სამინისტრო მიუკერძოებელი იქნება გადაწყვეტილების მიღებისას.

[ნიკა ლალიაშვილის ხმა] "აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის იმ ხალხმა ვინც შესაძლოა უსამართლოდ აღმოჩნდეს ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის სპეცსამახურებთან თანამშრომლობაში, თავის დროზე ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, მიეღო ლუსტრაციის კანონი და წერტილი დაესვა აგენტომანიისთვის, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან გრძელდება ქვეყანაში".
XS
SM
MD
LG