Accessibility links

12 ოქტომბერს ინდონეზიის კუნძულ ბალიზე


12 ოქტომბერს ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მომხდარი ტერაქტის წლისთავი შესრულდა.

12 ოქტომბერს ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მომხდარი ტერაქტის წლისთავი შესრულდა.

ერთი წლის წინ ღამის კლუბში მომხდარ ზედიზედ ორ აფეთქებას 200-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად უცხოელი ტურისტები ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 88 ავსტრალიის მოქალაქეა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტერორისტულ აქტს ამდენი ავსტრალიელი შეეწირა. 12 ოქტომბერს კუნძულ ბალიზე საგანგებოდ ჩავიდა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯონ ჰუვარდი, რათა პატივი მიეგო დაღუპულთა ხსოვნისათვის. ჯონ ჰუვარდის ხმა: "ამ ტერაქტმა გვასწავლა, რომ ჩვენ სამყაროს ამ ნაწილში მცხოვრებნი, ერთიანი ძალით უნდა დავუპირისპირდეთ ტერორიზმს. შარშანდელმა ტრაგიკულმა მოვლენებმა ავსტრალიელი და ინდონეზიელი ხალხი ერთმანეთთან კიდევ უფრო დაახლოვა." ავსტრალიის ყველა ტაძარში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი ლოცვები აღევლინა. როგორც ცნობილია, კუნძულ ბალიზე მომხდარი აფეთქების გამო პასუხისმგებლობა ექსტრემისტულ დაჯგუფება "ჯემაია ისლამიას" დაეკისრა. ამ საქმეში ბრალდებულ რამდენიმე პირს ინდონეზიის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
XS
SM
MD
LG