Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაბათ საღამოს თბილისში თავს დაესხნენ


შაბათ საღამოს თბილისში თავს დაესხნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანს

შაბათ საღამოს თბილისში თავს დაესხნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანს
შაბათ საღამოს თბილისში თავს დაესხნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანს გიორგი მიქანაძეს, რომელიც სახელისუფლებო ბლოკში შემავალი "მოქალაქეთა კავშირის" წევრია. ნაცემი მიქანაძე სხეულის დაზიანებით საავადმყოფოშია მოთავსებული. ეს თავდასხმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ახალი ბრალდების საფუძვლად იქცა.
სახელისუფლებო ბლოკის ,,ახალი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი გოგავამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივნის, ,,მოქალაქეთა კავშირის" წევრის გიორგი მიქანაძის ცემის ფაქტს, საარჩევნო ბლოკ ,,ბურჯანაძე-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური შეკვეთა უწოდა. სამი დღით ადრე სახელისუფლებო ბლოკის სპიკერმა ირინა სარიშვილმა-ჭანტურიამ ბურჯანაძე და ჟვანია რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ ერთი ეჭვმიტანილი პირი დააკავა, რომლის დაკითხვასაც მთაწმინდა-კრწანისის პოლიცია ახორციელებს.
XS
SM
MD
LG