Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის რაიონში ჩამოვა 20 საერთაშორისო


გალის რაიონში ჩამოვა 20 საერთაშორისო პოლიციელი ინსტრუქტორი,

გალის რაიონში ჩამოვა 20 საერთაშორისო პოლიციელი ინსტრუქტორი,
ქართული და აფხაზური დელეგაციები საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის მალხაზ კაკაბაძისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას ხელმძღვანელობით 12-დან 18 ოქტომბრამდე ბოსნიასა და ჰერცოგოვინას, ასევე კოსოვოს ეწვევიან ბალკანეთზე, კონფლიქტის ზონაში სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის გამოცდილების შესწავლის მიზნით. როგორც პრაიმ-ნიუსს აცნობა მალხაზ კაკაბაძემ, დელეგაციები, კერძოდ, ბანია-ლუკაში, სარაევოსა და პრიშტინაში ჩავლენ.დელეგაციების დაბრუნების შემდეგ, გალის რაიონში ჩამოვა 20 საერთაშორისო პოლიციელი ინსტრუქტორი, რომლებიც კონფლიქტის ზონაში მხარეთა სამართალდამცველი ორგანოების მუშაობის ეფექტურობის ამაღლებას შეუწყობენ ხელს.
XS
SM
MD
LG