Accessibility links

შეტაკების დროს სამი პოლიციელი დაიღუპა


შეტაკების დროს სამი პოლიციელი დაიღუპა და სამი დაიჭრა. ზოგიერთი ინფორმაციით, თალიბებმა მძევლების აყვანაც მოახერხეს

შეტაკების დროს სამი პოლიციელი დაიღუპა და სამი დაიჭრა. ზოგიერთი ინფორმაციით, თალიბებმა მძევლების აყვანაც მოახერხეს
კვირას ავღანეთის სამხრეთ პროვინცია ზაბულში, ტალიბთა დიდი რაზმი პოლიციის უბანს თავს დაესხა. შეტაკების დროს სამი პოლიციელი დაიღუპა და სამი დაიჭრა. ზოგიერთი ინფორმაციით, თალიბებმა მძევლების აყვანაც მოახერეხეს. კვირას, ქაბულის გარეუბანში ატეხილი ორმხრივი სროლის დროს ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. სამი თავდამსხმელიდან ერთი ტყვედ იქნა აყვანილი.
12 ოქტომბერს ყანდაგარის გუბერნატორის წარმომადგენელმა იუსუფ პაშტუნმა განაცხადა, რომ პარასკევს ყანდაგარის ციხიდან ტალიბთა ჯგუფის გაქცევა ციხის მცველების დახმარებით მოხდა.

იუსუფ პაშტუნის ხმა: "მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს შეთქმულება თალიბებსა და ციხის ზედამხედველებს შორის. და ეს არ ყოფილა ერთი და ორი კაცი - 40 თალიბზე მეტია გაქცეული."
ამ ფაქტთან დაკავშირებით ავღანეთის ხელისუფლება ცდილობს დააპატიმროს ის ექვსი თანამშრომელი, რომლებიც გაქცეულ თალიბებთან ერთად მიმალვაში იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG