Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა გაეროს რეზოლუციის პროექტის გადასინჯული


აშშ-მა გაეროს რეზოლუციის პროექტის გადასინჯული ვერსია მოამზადეს.

აშშ-მა გაეროს რეზოლუციის პროექტის გადასინჯული ვერსია მოამზადეს.
მისი თანაავტორები ბრიტანეთი და ესპანეთი არიან. ცნობის თანახმად, ამ ახალი ვერსით, ერაყის მმართველ საბჭოს ეძლევა დეკემბრის შუამდე დრო, წარადგინოს არჩევნებისა და ახალი კონსტიტუციის მომზადების განრიგი. სხვა დეტალები ჯერ ცნობილი არ არის. აშშ-ის სამხედროთა თანახმად, ერაყის ქალაქ ტიქრიტში ერთი ამერიკელი სამხედრო შეეწირა ნაღმს. ასევე ტიქრიტში 34 ერაყელამდე იქნა დაპატიმრებული ეჭვით, რომ კოალიციის ჯარზე თავდასხმები მოაწყვეს. ერაყის პოლიციის თანახმად, გზაზე ჩადებულმაე ბომბმა ორი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი დააშავა. პრეზიდენტ ბუშის მიერ წელს პირველ მაისს მთავარი საბრძოლო აქციის დასრულების გამოცხადების შემდეგ, ამ ქვეყანაში 95 ამერიკელი სამხედრო მოკლეს. თურქეთის პარლამენტმა გასულ კვირაში დაამტკიცა ერაყში ჯარის გაგზავნის გადაწყვეტილება. ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა მალაიზიაში ისლამური ქვეყნების შევხედრაზე განაცხადა, რომ მეზობლების ჯარი ერაყში სამშვიდობო მისით არ უნდა გაიგზავნოსო. თუმცა მალევე კომპრომისზე წავიდა, განუცხადა რა ერთ-ერთ არაბულ გაზეთს, რომ თურქეთის ამოცანა ჯარის სამშვიდობო მისიით უნდა შემოიფარგლოსო. გენერალური შტაბის წევრმა გენერალმა მეთინ იავუზ იალჯინმა თქვა, რომ არ არის დადგენილი ჯარისკაცების რაოდენობა.
XS
SM
MD
LG