Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში, სავარაუდოდ თალიბმა მეომრებმა


ავღანეთში, სავარაუდოდ თალიბმა მეომრებმა თავდასხმა მოაწყვეს ურუზგანის პროვინციაში სამთავრობო ჯარის ავტომანქანას და ოთხი სამხედრო მოკლეს.

ავღანეთში, სავარაუდოდ თალიბმა მეომრებმა თავდასხმა მოაწყვეს ურუზგანის პროვინციაში სამთავრობო ჯარის ავტომანქანას და ოთხი სამხედრო მოკლეს.
სამხრეთ აღმოსავლეთში, ასევე სავარაუდოდ თალიბებმა, სიკვდილით დასაჯეს ხუთი მოქალაქე და სამი ჯარისკაცი, როცა მთავრობის შენობას თავს დაესხნენ.
ავღანეთის ქალაქ ყანდაარში ციხიდან პატიმართა მასობრივი გაქცევის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს ციხის უფროსი და ზედმახედველები. განსაკუთრებული რეჟიმის საპატიმროდან გაიქცა 41 პატიმარი-თალიბი, რომლებმაც 30 მეტრიანი გვირაბის გათხრა მოახერხეს. გაქცეულები ჯერ ვერ დაიჭირეს. ხელისუფლება თვლის, გაქცევა ზედამხედველების გარეშე არ მოხერხდებოდა.
XS
SM
MD
LG