Accessibility links

logo-print

ბელორუსიის ყოფილმა კანონმდებელმა მეჩისლავ


ბელორუსიის ყოფილმა კანონმდებელმა მეჩისლავ ღრიბმა გააკრიტიკა ამ ქვეყნის მთავრობა ფსიქიატრიულ კლინიკაში

ბელორუსიის ყოფილმა კანონმდებელმა მეჩისლავ ღრიბმა გააკრიტიკა ამ ქვეყნის მთავრობა ფსიქიატრიულ კლინიკაში
გუშინდელ ხანძართან დაკავშირებით, როცა 30 პაციენტი დაიღუპა. გუშინ ცეცხლი გაჩნდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მინსკიდან 200 კილომეტრში. პერსონალმა თვითონ სცადა ჩაექრო ცეცხლი. სახანძრო რაზმი ნახევარ სათში მივიდა ადგილზე, როცა შენობა განადგურებული იყო. პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა გააკრიტიკა ხელისუფლება, რადგან საავადმყოფოში არ იყო საავარიო სისტემა. მან გააკრიტიკა პრეზიდენტი ლუკაშენკაც, რომელმაც სამძიმარი არ გაუგზავნა დაღუპულთა ოჯახებს. პრეზიდენტის წარმომადგენელმა ნატალია პიატკევიჩმა თქვა, რომ ლუკაშენკამ სამძიმარი არ გაუგზავნა, რადგან დახოცილები ნათესავების მიერ მიტოვებული იყვნენ. ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვაზე, გამოცხადდება თუ არა გლოვა, პიატკვიჩმა უპასუხა:
[პიატკევიჩის ხმა] "ბეოლორუსიის რესპუბლიკის მოქალაქე ხართ? რა რეაქცია გექნებოდათ, თქვენს ქვეყანაში 30 არანორმალურის გლოვა რომ გამოცხადებულიყო?"
მომხდარზე გამოძიებაა დანიშნული.
XS
SM
MD
LG