Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში ხვალ საპრეზიდენტო არჩევნები ეწყობა.


აზერბაიჯანში ხვალ საპრეზიდენტო არჩევნები ეწყობა. რვა კანდიდატს შორის ხმის უფლების მქონე 4-მა მილიონმა მოქალაქემ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს.

აზერბაიჯანში ხვალ საპრეზიდენტო არჩევნები ეწყობა. რვა კანდიდატს შორის ხმის უფლების მქონე 4-მა მილიონმა მოქალაქემ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს.
ახლანდელმა პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა ური თქვა კანდიდატობაზე და ახლა ფავორიტად მისი ვაჟი ილჰამი ითვლება, რომელმაც განაცხადა, რომ მამამისის კვალს გაჰყვება, რადგან კურსის შეცვლა ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება: [ალიევის ხმა] "რატომ უნდა შეიცვალოს ეს პოლიტიკა, თუკი ხალხის საცხოვრებელი პირობები იზრდება, თუკი ვებრძვით სიღარიბეს, თუკი ინფლაცია ორ პროცენტს უდრის, რა უნდა იყოს მიზეზი კურსის შეცვლისა, შეცვლის მიზეზი არ არსებობს. უკეთესია ასე გავაგრძელოთ და დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანელი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს". აზერბაიჯანის პოზიცია ადანაშაულებს ხელისუფლებას, რომ შედეგი დაგეგმილია. ოპოზიციის აზრით, მას ხალხი ემხრობა და ილჰამ ალიევი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხდებოდა.


XS
SM
MD
LG