Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა გაზეთმა "უოლ სტრიტ ჯორნალმა" 16 ოქტომბრის ნომერში ვრცელი კომენტარი მიუძღვნა რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურად იოანე პავლე მეორის არჩევის 25 წლისთავს,

და როგორც გაზეთი აღნიშნავს, მთელი ამ განვლილი მეოთხედი საუკუნის მანძილზე ბევრი არასათანადო შეფასებას აძლევდა პოლონელი პაპის მოღვაწეობას. გაზეთი განაგრძობს:

"მაგრამ ამას ვერ ვიტყვით ლეონიდ ბრეჟნევზე. საბჭოთა ლიდერმა თითქოს იმთავითვე განჭვრიტა, რომ პაპის ხმამაღალი მოწოდება მორალური სიწმინდისა და სულიერ ფასეულობათა უზენაესობის შესახებ აამოძრავებდა ისეთ ძალას, რომელსაც თავად ბერლინის კედელიც კი ვერ გაუძლებდა. თავის პოლონელ კოლეგასთან საუბრისას ვარშავაში, ბრეჟნევმა უკმაყოფილება გამოთქვა ახალი ეკლესიებისთვის მინიჭებული ფართო უფლებების გამო. "ეკლესია, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი მტერი იყო, და ადრე თუ გვიან ყელში გაგვეჩხირება, გაგვგუდავსო" - იგონებს გენერალი ვოიცეხ იარუზელსკი ბრეჟნევის ნათქვამს. და ასეც მოხდა.

"დღევანდელი გადასახედიდან, აღმოსავლეთი ევროპის განთავისუფლება და კომუნიზმის დისკრედიტაცია გარდაუვალი იყო. თუმცა, ასე როდი ჩანდა 1978 წლის 16 ოქტომბერს. სამი წელი არც კი იყო გასული საიგონის დაცემიდან; ერთი წლის შემდეგ საბჭოთა კავშირმა შეიარაღებული ინტერვენცია განახორციელა ავღანეთში; კომუნისტურმა მოძრაობებმა საფრთხე შეუქმნა ცენტრალურ ამერიკას; ხოლო პაპის მშობლიურ პოლონეთში დამოუკიდებელი პროფკავშირის "სოლიდარობის" მომძლავრებასთან ერთად რეალური გახდა მუქარა, რომ საბჭოთა კავშირი შეიარაღებულ აგრესიას განახორციელებდა პოლონეთში. საბჭოთა კავშირის დაშლაც ხომ პირდაპირი შედეგია პოლონელი პაპის მოღვაწეობისა, პაპისა, რომელიც ყოველთვის იმას ჰქადაგებდა, რომ სიმართლით მოიპოვებს ადამიანი თავისუფლებას".

გაზეთ "მოსკოუ ტაიმსში" სამხრეთი ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ბრუს ვეარი კომენტარს უკეთებს ჩეჩნეთში 23 მატრს ჩატარებულ რეფერენდუმს, რაც 5 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებით დაგვირგვინდა. რობერტ ბრუს ვეარი წერს:

"23 მარტს მრავალმა ჩეჩენმა რესპუბლიკაში ვითარების სტაბილიზაციის მიზნით მხარი დაუჭირა ახალი კონსტიტუციის მიღებას, მაგრამ ეს დოკუმენტი არსებითად ვერ ჰპასუხობს ჩეჩენი ხალხის ინტერესებს. საზოგადოება ჩეჩნეთში, ტრადიციისამებრ დაყოფილია ურთიერთმოქიშპე ჯგუფებად, რომლებსაც არ სჩვევიათ ერთიან პოლიტიკურ სტრუქტურაში გაერიანება. ჩეჩნეთს არ ესაჭროება პრეზიდენტი, რომელიც უცილობლად იქნება რომელიმე მოქიშპე ჯგუფის წარმომადგენელი და ამდენად, სხვა ჯგუფების წევრებს გაემიჯნება. ჩეჩნეთს, კოლეგიალური აღმასრულებელი ორგანო
ესაჭიროება. გაუმართლებელი იყო ჩეჩნეთში 5 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტრ არჩევნებიც. ვინაიდან კრემლის რჩეულ კნდიდატს აჰმად კადიროვს მეტოქე არ ჰყავდა, უკანონოდ უნდა მივიჩნიოთ 5 ოქტომბრის არჩევნები ჩეჩნეთში".

ახლახან ბრიტანეთში დარჩა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ორი ოფიცერი, რომლებმაც განაცხადეს, რომ ლონდონში ჩავიდნენ დავალებით, რომ მოეკლათ ცნობილი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი. ამასთან დაკავშირებით ბრიტანეთის ჟურნალი ჯეინს დაიჯესტი სვამს კითხვას - ხომ არ დაუბრუნდა რუსეთი საბჭოურ ტაქტიკას?

"ამ ორმა რუსმა აგენტმა პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო დიდ ბრიტანეთში. ერთმა მათგანმა განცხადა, რომ შხამიანი კალმით უნდა
დაეჭრა ბერეზოვსკი.
XS
SM
MD
LG