Accessibility links

15 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭომ


15 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭომ ხუთშაბთს ერთსულოვნად დაუჭირა მხარი შეერთებული შტატების მიერ შემუშავებულ რეზოლუციას ერაყის შესახებ

15 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭომ ხუთშაბთს ერთსულოვნად დაუჭირა მხარი შეერთებული შტატების მიერ შემუშავებულ რეზოლუციას ერაყის შესახებ
ხმის მიცემამდე რამდენიმე საათით ადრე სამი ქვეყნის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა - ვლადიმირ პუტინმა, გერჰარდ შრიოდერმა და ჟაკ შირაკმა განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერენ ახალ რეზოლუციას. შემდგომ კი მოულოდნელად თავისი თანხმობა განაცხადა სირიამ. არადა სწორედ ეს ოთხი ქვეყანა ითვლებოდა ყველაზე გააფთრებულ მოწინააღმდეგედ ითვლებოდა. კალიფორნიაში მყოფი შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში 16 ოქტომბერს მიესალმა უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას.
დორჯ ბუშის ხმა: "მე დღეს მინდა მადლობა გადავუხადო გაეროს უშიშროების საბჭოს ერთსულოვანი დახმარების გამო, რითაც მხარი დაუჭირა ჩვენს ძალისხმევას ვაშენოთ მშვიდობიანი და თავისუფალი ერაყი." გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება ერაყის დემოკრატიზაციის პროცესში გაეროს როლის გაძლიერებას და მისთვის ბევრი სამხედრო უფლებამოსილების გადაცემას ითვალისწინებს, ოღონდ სარდლობა კვლავ შეერთებული შტატების ხელში რჩება. ერაყის მმართველმა საბჭომ 15 დეკემბრამდე უნდა წარადგინოს კონსტიტუციის მიღების გრაფიკი და არჩევნების ჩატარების თარიღი.
XS
SM
MD
LG