Accessibility links

logo-print

ბაქოში ერთი ადამიანი დაიღუპა პოლიციასა


ბაქოში ერთი ადამიანი დაიღუპა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარ შეტაკებაში ბაქოდან მიღებული ცნობების თანახმად,

ბაქოში ერთი ადამიანი დაიღუპა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარ შეტაკებაში ბაქოდან მიღებული ცნობების თანახმად,
სულ მცირე ორი ადამაინი დაიღუპა პოლიციის ძალებსა და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერ დემონსტრანტებს შორის შეტაკებაში, რომელიც ოთხშაბათ საღამოს საპრეზიდენტო არჩევნები შემდეგ დაიწყო. 16 ოქტომბერს დემონსტრაციის დასაშლელად, რომლებიც არჩვენების შედეგებს აპროტესტებდნენ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზები, რეზინის ხელკეტები და ფუჭი ვაზნები გამოიყენა. ათობით ადამიანი დაიჭრა აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დათვლილია ხმების 94 პროცენტი, რომლის თანახმადაც 80 პროცენტით ილჰამ ალიევი ლიდერობს, მუსავატის პარტიის ლიდერმა ისა გამბარმა კი ხმათა 12 პროცენტი მოაგროვა. თუმცა, ოპოზიცია არ ეთანხმება ამ შედეგებს და აცხადებს,რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. არჩვენების დროს მომხდარი მრავალი უხეში დარღვევა აზერბაიჯანში ეუთოს დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენლებამც დაადასტურესურდურ გურანსდოტირმაც დაადასტურა. საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა.
XS
SM
MD
LG