Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ილჰამ ალიევი აცხადებს


აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ არჩევნების დღეს დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ ბაქოში წესრიგი დამყარდა. აზერბაიჯანის ოპოზიცია ხელისუფლებას 15

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ არჩევნების დღეს დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ ბაქოში წესრიგი დამყარდა. აზერბაიჯანის ოპოზიცია ხელისუფლებას 15
ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. პარასკევს სახელმწიფო ტელეარხზე გამოსვლისას ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ყველა, ვინც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების პროვოცირება მოახდინა, პასუხს აგებს. პარასკევსვე საგანგებო სხდომაზე აზერბაიჯანის პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა ოპოზიციონერ დეპუტატ იგბალ აღაზადეს, რომელიც დაპატიმრებულია. ხელისუფლების ცნობით, საპროტესტო აქციების ორგანიზებისათვის აყვანილია 196 ადამიანი. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაპატიმრებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია. პარტია მუსავათის ლიდერი, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატი ისა ქამბარი კი შეტაკებების პროვოცირებაში ხელისუფლებას სდებს ბრალს: [ქამბარის ხმა] "ამ ყველფრის მიზანი იყო ერთი საჭირბოროტო საკითხის მეორით ჩანაცვლება: თუკი აქამდე მთავარი საკითხი იყო იმის გარკვევა ვინ გააყალბა არჩევნები, ახლა მთავარ საკითხად სტაბილურობა იქცა და სწორედ ეს აწუხებთ აზერბაიჯანის მოქალაქეებსაც და დანარჩენ მსოფლიოსაც".
XS
SM
MD
LG