Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კვლავ


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კვლავ მოუწოდა დღეს მსოფლიო თანამეგობრობას წვლილი შეიტანოს ერაყში ვითარების სტაბილიზაციის საქმეში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კვლავ მოუწოდა დღეს მსოფლიო თანამეგობრობას წვლილი შეიტანოს ერაყში ვითარების სტაბილიზაციის საქმეში.
მომავალ კვირაში მადრიდში გაიხსნება ეგრედ წოდებული დონორი-ქვეყნების კონფერენცია; ქვეყნებისა, რომლებიც მზად არიან დახმარება აღმოუჩინონ ერაყს. პარასკევს, ამერიკის კონგრესის ორივე პალატამ მხარი დაუჭირა თეთრი სახლის ადმინისტრაციის მოთხოვნას ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებისა და აღდგენითი სამუშაოების დასაფინანსებლად 87 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ. სამხრეთმა კორეამ დღეს განაცხადა, რომ აშშ-ის თხოვნის შესაბამისად დამატებით სამხედრო შენაერთს გააგზავნის ერაყში. ამჟამად ერაყში 700-დე სამხრეთ კორეელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. ერაყში ჯარის გაგზავნისა და მილიარდნახევრამდე დოლარის გამოყოფის შესახებ განაცხადა იაპონიამაც.
XS
SM
MD
LG