Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი პალესტინელი იქნა მოკლული ლტოლვილთა


სამი პალესტინელი იქნა მოკლული ლტოლვილთა ბანაკ რაფაჰში, ღაზის სექტორში, ისრაელ სამხედრო მოსამსახურეებთან მომხდარი შეტაკების დროს.

სამი პალესტინელი იქნა მოკლული ლტოლვილთა ბანაკ რაფაჰში, ღაზის სექტორში, ისრაელ სამხედრო მოსამსახურეებთან მომხდარი შეტაკების დროს.
დაღუპულები - "ჰამასის" ერთ-ერთი ადგილობრივი ლიდერი, პალესტინელი მოიერიშე და შემთხვევით გამვლელი ქალი იყვნენ. სულ ცოტა 10 ადამიანი დაიჭრა. სამხედროების ცნობით, ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელთა ჯგუფს, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობის დადებას აპირებდა. რაფაჰში ისრაელის ჯარი ოპერაციას ატარებს იმ გვირაბების მისაკვლევად და სალიკვიდაციოდ, რომლებიდანაც პალესტინელები ეგვიპტიდან ღებულობენ იარაღს. რეიდების დროს ისრაელმა სამხედროებმა დაანგრიეს ასობით სახლი, რის შედეგად ათასზე მეტი ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.
XS
SM
MD
LG