Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომელიც აზიის ქვეყნებში მოგზაურობს,

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომელიც აზიის ქვეყნებში მოგზაურობს,
ფილიპინებში რვასაათიანი შეჩერების შემდეგ შაბათს ტაილანდში ჩავიდა, სადაც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ-სახელმწიფოთა უმაღლესი დონის შეხვედრას დაესწრება. მანილაში ჯორჯ ბუში ფილიპინების პარლამენტში გამოვიდა სიტყვით და დეპუტატებს ტერორიზმთან ბრძოლის აუცილებლობა შეახსენა [ჯორჯ ბუშის ხმა]: "აზიისა და მთელი მსოფლიოს ხალხებმა უნდა გადაწყვიტონ - ვის მხარეზე არიან ისინი. ის ქვეყნები, რომლებიც ტერორიზმს უჭერენ მხარს, ომში მონაწილეობენ ცივილიზაციის წინააღმდეგ. ხოლო ქვეყნები, რომლებიც უგულვებელყოფენ ამ საფრთხეს, და მიაჩნიათ, ტერორი სხვებს მიაყენებს დარტყმას, თავს იტყუებენ. ისინი ამით ასუსტებენ ჩვენს საერთო ფრონტს და კატასტროფული ძალადობის ტალღას უკეთებენ პროვოცირებას" - განაცხადა ბუშმა. მან აღნიშნა ამასთანავე, რომ შეერთებული შტატები ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს ფილიპინებს, რათა ბოლო მოეღოს ამ ქვეყანაში ექსტრემისტული დაჯგუფება "აბუ საიაფლფის" თარეშს; დაჯგუფებისა, რომელიც "ალ-ყაიდასთანაა" მჭიდრო კავშირში.
XS
SM
MD
LG