Accessibility links

logo-print

არაბულენოვანმა ტელეარხმა "ალ-ჯაზირამ" შაბათს გადასცა


არაბულენოვანმა ტელეარხმა "ალ-ჯაზირამ" შაბათს გადასცა აუდიოჩანაწერი,

არაბულენოვანმა ტელეარხმა "ალ-ჯაზირამ" შაბათს გადასცა აუდიოჩანაწერი,
რომელიც თითქოს "ალ-ყაიდის" ლიდერს ოსამა ბინ ლადენს ეკუთვნის. ამ ნავარაუდევ მიმართვაში ბინ ლადენი მოითხოვს, რომ შეერთებულმა შტატებმა დატოვოს ერაყი. მიმართვაში ნათქვამია აგრეთვე, რომ თვითმკვლელ ტერორისტთა ჯგუფი მეტ თავდასხმებს მოაწყობს როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე მის გარეთაც, რათა ვაშინგტონი დაისაჯოს თავისი "რეპრესიული და უგუნური ნამოქმედარის" გამო. მიმართვა ომისკენ მოუწოდებს ერაყელებს ქვეყანაში შემოჭრილი ამერიკელი "ჯვაროსნების" წინააღმდეგ. უკანასკნელად "ალ-ჯაზირამ" 10 სექტემბერს გადასცა ბინ ლადენის აუდიოჩანაწერი.
XS
SM
MD
LG