Accessibility links

ბოლივიის ახალმა პრეზიდენტმა კარლოს მესამ


ბოლივიის ახალმა პრეზიდენტმა კარლოს მესამ გასცა განკარგულება,

ბოლივიის ახალმა პრეზიდენტმა კარლოს მესამ გასცა განკარგულება,
რომ ტანკები და ჯარი გაყვანილ იქნეს დედაქალაქ ლა პასას ქუჩებიდან. ვითარება ქვეყანაში ნორმალურ ჩარჩოებს უბრუნდება. პირველად უკანასკნელი რამდენიმე კვირის მანძილზე გაიხსნა მაღაზიები, ამუშავდა ტრანსპორტი. ბოლივიაში ერთი თვის მანძილზე გრძელდებოდა ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლები პრეზიდენტ გონსალო სანჩეს დე ლოსადას გადადგომის მოთხოვნით, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა დააკმაყოფილა. ჯართან და პოლიციასთან მომხდარი შეტაკებების დროს 70-დე ადამიანი დაიღუპა. კარლოს მესამ განაცხადა, რომ პასუხი უნდა აგონ იმ ოფიციალურმა პირებმა, ვისაც დემონსტრანტთა დახოცვაში მიუძღვის ბრალი.
XS
SM
MD
LG