Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წუხელ, ქალაქ ქირქუქის მახლობლად, ჩრდილოეთ


წუხელ, ქალაქ ქირქუქის მახლობლად, ჩრდილოეთ ერაყში, ორი ამერიკელი ჯარისკაცი იქნა მოკლული,

წუხელ, ქალაქ ქირქუქის მახლობლად, ჩრდილოეთ ერაყში, ორი ამერიკელი ჯარისკაცი იქნა მოკლული,
ხოლო მესამე დაიჭრა, როცა სამხედროების საგუშაგოს შაშხანებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან გაუხსნეს ცეცხლი. თავდასმსხმელები მიიმალნენ. ქალაქ ქერბალაში, ბაღდადის სამხრეთით, სამხედროებმა, ადგილობრივი სუნიტი სასულიერო პირის სახლი მოაქციეს ალყაში. ჯარის სარდლობას ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, რომ ხსენებული სასულიერო პირის დაპატიმრება აქვს განზრახული. გუშინ, არაბულენოვანმა ტელეარხმა "ალ-ჯაზირამ" გადასცა უდიოჩანაწერი მიმართვისა, რომელიც თითქოს "ალ-ყაიდის" ლიდერს ოსამა ბინ ლადენს ეკუთვნის. მიმართვაში ბინ ლადენი ახალი თავდასხმებით ემუქრება შეერთებულ შტატებს.
XS
SM
MD
LG