Accessibility links

logo-print

საბარგო ავტომანქანის აფეთქების შედეგად აღმოსავლეთი


საბარგო ავტომანქანის აფეთქების შედეგად აღმოსავლეთი ავღანეთის კუნარის პროვინციაში დღეს 4 ადამიანი დაიღუპა, 5 დაიჭრა.

საბარგო ავტომანქანის აფეთქების შედეგად აღმოსავლეთი ავღანეთის კუნარის პროვინციაში დღეს 4 ადამიანი დაიღუპა, 5 დაიჭრა.
ავღანეთის ხელისუფლებამ ამ აფეთქებაში თალიბები და "ალ-ყაიდის" მებრძოლები დაადანაშაულა. აღმოსავლეთი ავღანეთის პაქტიის პროვინციაში თავდასხმა მოხდა ამერიკის სამხედრო ბაზაზე, რომელზეც ავღანეთის სამთავრობო ჯარის შენაერთია ასევე განთავსებული. დასავლეთის სააგენტოთა ცნობით, თავდასხმა, თალიბების რაზმმა განახორციელა. მომავალ კვირაში ჩრდილოეთ ავღანეთში გაეროს ეგიდით ადგილობრივ საველე მეთაურთა რაზმების ნებაყოფლობითი განიარაღება დაიწყება. გაეროს გამოანგარიშებით, სულ ავღანეთში ასი ათასამდე შეიარაღებული მებრძოლია, რომლებიც სამთავრობო ჯარში არ მსახურობენ.
XS
SM
MD
LG