Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამისტმა ექსტრემისტმა, რომელიც გასულ იანვარს


ისლამისტმა ექსტრემისტმა, რომელიც გასულ იანვარს დააპატიმრეს იორდანიაში, აღიარა,

ისლამისტმა ექსტრემისტმა, რომელიც გასულ იანვარს დააპატიმრეს იორდანიაში, აღიარა,
რომ ამერიკის ობიექტებზე ჰქონდა გაზრახული თავდასხმა. 26 წლის ზაჰირ შდეიფათმა სამხედრო ტრიბუნალს ამანში განუცხადა, რომ თავის თანამზრახველებთან ერთად გასულ წელს ხელყუმბარები და რაკეტები მოიმარაგა, აგრეთვე ფულადი სახსრები შეაგროვა ჩანაფიქრის გასახორციელებლად. შდეიფათმა თქვა, რომ მის ერთ-ერთ თანამზრახველს სურდა, რომ ჯგუფს წმიდა ომი დაეწყო იორდანიაში და თავდასხმები განეხორციელებინა შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე, საელჩოსა და ამერიკელ მოქალაქეებზე. ზაჰირ შდეიფათს ტერორისტული აქტების მომზადებასა და იარაღისა და ასაფეთქებელ მოწყობილობათა არალეგალურ მფლობელობაში ედება ბრალი. თუ სასამართლომ სცნო იგი დამნაშავედ, ზაჰირ შდეიფათს სიკვდილით დასჯა ემუქრება.
XS
SM
MD
LG