Accessibility links

logo-print

ამერიკის სარდლობის ინფორმაციით, ერაყში ერთი


ამერიკის სარდლობის ინფორმაციით, ერაყში ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ხუთი დაიჭრა

ამერიკის სარდლობის ინფორმაციით, ერაყში ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ხუთი დაიჭრა
ამერიკის სარდლობის ინფორმაციით, ორშაბათს ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ხუთი დაიჭრა, ბაღდადის დასავლეთით, ფალუჯას გარეუბანში მომხდარი დივერსიული თავდასხმის შედეგად. სამალავში მყოფმა დაუდგენელმა თავდამსხმელებმა ამერიკული პატრულის წინააღმდეგ თვითნაკეთი ნაღმები და მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. ამერიკის სარდლობის მონაცემებით სამი ეჭვმიტანილი ერაყელი დაკავებულია. არსებობს ინფორმაცია, რომ შეტაკებისას ორი ერაყელი მოქალაქეც დაიღუპა. ბოლო ორი დღის განმავლობაში ეს ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებზე მომხდარი რიგით მესამე თავდასხმაა ერაყში.
XS
SM
MD
LG