Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ორშაბათს სარაკეტო


ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ორშაბათს სარაკეტო დარტყმები მიაყენა ღაზის სექტორს

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ორშაბათს სარაკეტო დარტყმები მიაყენა ღაზის სექტორს
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ორშაბათს სარაკეტო დარტყმები მიაყენა ღაზის სექტორს.საჰაერო იერიშის შედეგად რადიკალური დაჯგუფება "ჰამასის" ორი აქტივისტი დაიღუპა, სულ მცირე 20 ადამიანი კი დაიჭრა. პირველმა ბომბმა დაანგრია შენობა, სადაც იარაღის საამქრო იყო განთავსებული. მეორე რაკეტამ კი გაანადგურა ავტომანქანა, რომელშიც "ჰამასის" ორი წევრი იმყოფებოდა. არის თუ არა მსხვერპლი მესამე იერიშის შედეგად ჯერ არ არის დადგენილი. აღსანიშნავია, რომ პალესტინის ტერიტორიაზე ოპერაციებში მონაწილეობისთვის, კვირას ისრაელმა რამდენიმე ასეული რეზერვისტის გაწვევა გამოცხადა.
XS
SM
MD
LG