Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმდინარე წლის განმავლობაში ჩეჩნეთში გატაცებულად


მიმდინარე წლის განმავლობაში ჩეჩნეთში გატაცებულად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება დაახლოებით 300 ადამიანი,

მიმდინარე წლის განმავლობაში ჩეჩნეთში გატაცებულად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება დაახლოებით 300 ადამიანი,
-ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსს" ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ მოვსარ ჰამიდოვმა აცნობა. რუსი უფლებათდამცველები კი აცხადებენ, რომ დაკარგულია გაცილებით მეტი ადამიანი. მათი მონაცემებით მხოლოდ მარტიდან აგვისტოს ჩათვლით გატაცებულია 250 ადამიანი და თანაც ეს ციფრი არ ასახავს მთლიანად ჩეჩნეთის მომაცემებს. უფლებათდამცავ ცენტრ "მემეორიალის" წარმომადგენლის ალექსანდრე ჩერკასოვის თქმით, ჩეჩნეთის მთავრობა მხოლოდ პროკურატურის მონაცემებს ეყრდნობა, რომელსაც ყველა დაკარგულის ჭირისუფალი ვერ აკითხავს. ადამიანების უგზო-უკვლოდ გაუჩინარების საქმეებზე 1999 წლიდან აღძრული ორიათასამდე საქმიდან კი მხოლოდ ერთი იქნა ბოლომდე გამოძიებული.
XS
SM
MD
LG