Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ჟურნალისტთა კორპუსის 30-მდე წარმომადგენელი


საქართველოს ჟურნალისტთა კორპუსის 30-მდე წარმომადგენელი თბილისში აზერბაიჯანის საელჩოსთან საპროტესტო აქციას მართავს

საქართველოს ჟურნალისტთა კორპუსის 30-მდე წარმომადგენელი თბილისში აზერბაიჯანის საელჩოსთან საპროტესტო აქციას მართავს
აზერბაიჯანელი კოლეგების სოლიდარობის მიზნით. როგორც პრაიმ-ნიუსს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავის 2"-ის პროგრამა "60 წუთის" ავტორმა აკაკი გოგიჩაიშვილმა განუცხადა, ბაქოში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მომხდარი დაპირისპირების გამო ხელისუფლებამ მასობრივად დაიწყო, როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციურ გამოცემებში მომუშავე ჟურნალისტების დაპატიმრება და რეპრესიები. გოგიჩაიშვილის განცხადებით, აღნიშნული აქციით ქართველ ჟურნალისტებს სურთ სოლიდარობა გამოუცხადონ ბაქოელ კოლეგებს და წინასწარ დაიზღვიონ თავი, რათა არაა გამორიცხული, რომ საქართველოში 2 ნოემბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისას ბაქოს მსგავსი მოვლენები განვითარდეს.
XS
SM
MD
LG