Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 ოქტომბერს თბილისში ხელჩართული ჩხუბი


20 ოქტომბერს თბილისში ხელჩართული ჩხუბი გაიმართა

20 ოქტომბერს თბილისში ხელჩართული ჩხუბი გაიმართა
,,დევნილთა სახალხო პარტიის" წარმომადგენლებსა და ,,დემოკრატიული აღორძინების კავშირის" აქტივისტებს შორის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც ,,დევნილთა სახალხო პარტიის" მე-2 ყრილობა მიმდინარეობს ორშაბათს. ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ,,დევნილთა სახალხო პარტიის" ლიდერი, პარლამენტარი ბორის კაკუბავა ყოფილი პარტნიორის - ,,დემოკრატიული აღორძინების კავშირის" საწინააღმდეგო განცხადებებით გამოვიდა. ,,დაკ"-ის აქტივისტების მიერ ფილარმონიის შენობის დატოვების შემდეგ, ყრილობაზე გამოსვლისას ბორის კაკუბავამ ცოტნე ბაკურიას პროვოკაციის მოწყობაში დასდო ბრალი. ადრე ბორის კაკუბავა ,,დემოკრატიული აღორძინების კავშირის" აქტიური მხარდამჭერი იყო და ამტკიცებდა, რომ ამ პარტიის ლიდერის, აჭარის ავტონომიის მეთაურის ასლან აბაშიძის მოღვაწეობის შედეგად იქნებოდა მხოლოდ შესაძლებელი საქართველოს იურისდიქციის აღდგენა აფხაზეთში.
XS
SM
MD
LG