Accessibility links

logo-print

ამერიკელმა სამხედროებმა და ადგილობრივმა პოლიციამ


ამერიკელმა სამხედროებმა და ადგილობრივმა პოლიციამ ავღანეთში დააკავა თალიბთა ერთ-ერთი საველე მეთაური,

ამერიკელმა სამხედროებმა და ადგილობრივმა პოლიციამ ავღანეთში დააკავა თალიბთა ერთ-ერთი საველე მეთაური,
რომელიც სამხრეთ პროვინცია ურუზგანში კოალიციის ჯარებზე სარაკეტო იერიშებშია ეჭვმიტანილი. ავღანეთის ლიდერის ჰამიდ კარზაის წარმომადგენელმა, ჯავად ლუდინმა ორშბათს ქაბულში განაცხადა, რომ ტალიბთა რამდენიმე ყოფილი ხემძღვანელი კონტაქტში შევიდა ავღანეთის ხელისუფლებასთან და თანამშრომლობა შესთავაზა.დავად ლუდინის ხმა: " ეჭვსგარეშეა, რომ ისინი - ტალიბთა ხელმძღავნელობიდან არიან, მაგრამ მათ ხელი სისხლში არ აქვთ გასვრილი და არ მონაწილობდენ დანაშაულობებში. ისინი კონტაქტში შევიდნენ ხელისუფლებასთან და განაცხადეს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში მზად არიან ითანამშრომლონ. აქამდე ხელისუფლებას არ უცდია დაემყარებინა ურთიერთობა თალიბებთან."ლუდინს არ დაუკონკრეტებია კონტაქტზე გამოსულთა ვინაობა, მაგრამ განაცხადა, რომ ისინი ტალიბთა რეჟიმის ზომიერ ფრთას წარმოადგენენ.
XS
SM
MD
LG