Accessibility links

logo-print

ირანში, ორშაბათს, რამდენიმე ასეულმა რეფორმისტულად


ირანში, ორშაბათს, რამდენიმე ასეულმა რეფორმისტულად განწყობილმა კანონმდებელმა, სტუდენტმა და პოლიტიკურ პარტიათა აქტივისტმა ერთდღიანი საპროტესტო შიმშილობა გამართა

ირანში, ორშაბათს, რამდენიმე ასეულმა რეფორმისტულად განწყობილმა კანონმდებელმა, სტუდენტმა და პოლიტიკურ პარტიათა აქტივისტმა ერთდღიანი საპროტესტო შიმშილობა გამართა
, მმართველი რეჟიმის მიერ თავისუფლების ჩახშობის წინააღდეგ. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პარლამენტის დეპუტატმა ალი შაკურირადმა მოუწოდა კონსერვატორებს, ბოლო მოუღონ მწერლების, მასწავლებლებისა და ინტელიგენციის მონაწილეთა დაპატიმრებებს. სააგენტო "ასოშიეიტედ პრესის" ინფორმაციით, ათობით იარანელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ყოველგვარი ბრალდების გარეშე იმყოფება ციხეში, ბევრს ელოდება დახურული სასამართლო პროცესი ნაფიცი მსაჯულების მონაწილოების გარეშე. ქვეყანაში დაახლოებით ასამდე ლიბერალური გამოცემა დაიხურა.
XS
SM
MD
LG