Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირი და რუსეთი პალესტინელთა


ევროპის კავშირი და რუსეთი პალესტინელთა ავტონომიის ლიდერს იასირ არაფატს შეუერთდნენ დღეს

ევროპის კავშირი და რუსეთი პალესტინელთა ავტონომიის ლიდერს იასირ არაფატს შეუერთდნენ დღეს
და დაგმეს ისრაელის საჰაერო რეიდი ღაზის სექტორში, რამაც ორშაბათს ათი პალესტინელის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ თქვა, რომ კატეგორიული წინააღმდეგია ყოველგვარი სამხედრო ოპერაციისა, რასაც მშვიდობიან მოქალაქეთა მსხვერპლი მოსდევს. მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის ჯარის მოქმედებას უწოდა "იარაღის არაგონივრული გამოყენება", რაც ვერ მოუტანს მშვიდობას ახლო აღმოსავლეთის რეგიონს. იასირ არაფატმა "საგზაო რუკის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმის ინიციატორ-ქვეყნებს მოუწოდა შეაჩერონ ისრაელის "სამხედრო უგუნურება" [იასირ არაფატის ხმა]: "მე მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, გაეროს, "საგზაო რუკის" ოთხეულსა და მუსლიმანურ და არაბულ ქვეყნებს, აგრეთვე ჩვენს მეგობრებს მთელს მსოფლიოში დაუყოვნებლივ ჩაერიონ, რათა შეწყდეს ეს სამხედრო უგუნურება, რაც წმიდა მიწის გასანადგურებლადაა გამიზნული", - განაცხადა იასირ არაფატმა.
XS
SM
MD
LG