Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი შეაჩერებს ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებულ


ირანი შეაჩერებს ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს და დაუშვებს თავისი ბირთვული ობიექტების შემოწმებას საერთაშორისო ექსპერტების მიერ.

ირანი შეაჩერებს ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს და დაუშვებს თავისი ბირთვული ობიექტების შემოწმებას საერთაშორისო ექსპერტების მიერ.
ამის შესახებ ირანის ეროვნული უშიშროების უზენაესი საბჭოს მდივანმა ჰასან რაუჰანიმ განაცხადა სამშაბათს თეირანში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან მოლაპარაკების შემდეგ. რაუჰანიმ არ გამორიცხა, რომ 20 ნოემბრისათვის ირანს ხელმოწერილი ექნება უკვე ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებასთან დართული დამატებითი ოქმი. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა მოჰამად ელ-ბარადეიმ ირანის ამ გადაწყვეტილებას იმედისმომცემი უწოდა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა სკოტ მაკლელანმა აღნიშნა, რომ ხსენებულ ვალდებულებათა შესრულება თეირანის მიერ მნიშვნელოვანი წინგადადგმლი ნაბიჯი იქნება. აშშ-მა არაერთგზის განაცხადა, რომ ირანი ფარულად ანხორციელებს ბირთვული შეიარაღების პროგრამას.

XS
SM
MD
LG