Accessibility links

logo-print

თეირანი აცხადებს, რომ უკვე უახლოეს


თეირანი აცხადებს, რომ უკვე უახლოეს რამდენიმე საათში გადასცემს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მთელ დოკუმენტაციას,

თეირანი აცხადებს, რომ უკვე უახლოეს რამდენიმე საათში გადასცემს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მთელ დოკუმენტაციას,
რომელიც ეხება ბირთვულ სფეროში კვლევას უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. სააგენტო ინფორმაციას 31 ოქტომბრამდე ითხოვდა. დღესვე ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ თქვა, რომ თეირანის მიერ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დამატებითი ოქმის ხელმოწერის საკითხი პარლამენტს გადაეცემა დასამტკიცებლად. გუშინ ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხელს მოაწერს ოქმს, შეაჩერებს ურანის გამდიდრებაზე მუშაობას და ბირთვული ობიექტების უფრო დეტალური შემოწმების ნებას დართავს ინსპექტორებს.
XS
SM
MD
LG