Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს ავსტრალიაში ჩავიდა ხანმოკლე ვიზიტად. დღის პირველ ნახევარში ბუშმა მოლაპარაკებები გამართა ინდონეზიის

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს ავსტრალიაში ჩავიდა ხანმოკლე ვიზიტად. დღის პირველ ნახევარში ბუშმა მოლაპარაკებები გამართა ინდონეზიის
პრეზიდენტ მეგავატი სუკარნოპუტრისთან და მას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუხატა. შეხვედრა კუნძულ ბალიზე შედგა. [ბუშის ხმა] "ამერიკელები ღრმა პატივს სცემენ ისლამის სარწმუნოებას, რომელსაც ჩემი საკუთარი მოქალაქეების სულ უფრო მზარდი ნაწილი მისდევს. ჩვენ ვიცით, რომ ისლამი მთლიანად შეესაბამება თავისუფლებას, შემწყნარებლობასა და პროგრესს, ვინაიდან ამის დასტურს ჩვენ თქვენს ქვეყანაში ვხედავთ." ბუში შეხვდა აგრეთვე ინდონეზიის ქრისტიან და მუსულმან სასულიერო პირებს, რომელთაც შეშფოთება გამოთქვეს, მათი სიტყვებით, შეერთებული შტატების გაუწონასწორებელი პოლიტიკის გამო ახლო აღმოსავლეთში. აზიის ქვეყნებში პრეზიდენტ ბუშის მოგზაურობა უსაფთრთხოების გაძლიერებული ზომების პირობებში მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG