Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში გახშირდა ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმები.


ერაყში გახშირდა ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმები. როგორც ბაღდადში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა შეერთებული შტატების ჯარების მეთაურმა,

ერაყში გახშირდა ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმები. როგორც ბაღდადში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა შეერთებული შტატების ჯარების მეთაურმა,
გენერალმა რიკარდო სანჩესმა, უკანასკნელ ხანებში კვირაში საშუალოდ 35 თავდასხმა ეწყობა. დღეს ერაყის დედაქალაქის ცენტრში მდებარე გვირაბში ამერიკის ჯარების ავტოკოლონის გავლისას აფეთქდა თვითნაკეთი ბომბი. მსუბუქად დაიჭრა ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. კიდევ ერთი ბომბი აფეთქდა ავტოკოლონის გზაზე ქალაქ ელ-ფალუჯაში.
XS
SM
MD
LG