Accessibility links

logo-print

ერაყის დამხმარე, ეგრედ წოდებული "დონორი"


ერაყის დამხმარე, ეგრედ წოდებული "დონორი" ქვეყნების კონფერენციაზე, რომელიც ხუთშაბათს გაიხსნა ესპანეთის დედაქალაქში,

ერაყის დამხმარე, ეგრედ წოდებული "დონორი" ქვეყნების კონფერენციაზე, რომელიც ხუთშაბათს გაიხსნა ესპანეთის დედაქალაქში,
გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანი მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა - რაც შეიძლება მეტი სახსრები გამოყოს ომისშემდგომი ერაყის აღსადგენად. [კოფი ანანის ხმა]: "ვიცი, ყველას გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე შეიქმნას ერაყში სუვერენული მთავრობა, თუმცა აღდგენითი სამუშაოების დაწყება არ უნდა დაელოდოს ამ დღეს. ჩვენ მყისვე უნდა მივხედოთ ამ საქმეს", - განაცხადა კოფი ანანმა. ესპანეთის დედაქალაქში მიმდინარე კონფერენციას 60-ზე მეტი ქვეყნისა და სამასი კერძო კომპანიის წარმომადგენლები ესწრებიან. ექსპერტთა გამოანგარიშებით, უახლოესი 4 წლის განმავლობაში ერაყის აღსადგენად სულ ცოტა 56 მილიარდი დოლარი გახდება საჭირო. ყველაზე დიდ თანხას, 20 მილიარდ დოლარს, შეერთებული შტატები გაიღებს.
XS
SM
MD
LG