Accessibility links

logo-print

ცნობილი რუსი მწერლის, გეორგი ვლადიმოვის


ცნობილი რუსი მწერლის, გეორგი ვლადიმოვის დაკრძალვის ცერემონია პარასკევს 24 ოქტომბერს გაიმართება მოსკოვის მიმდებარე დასახლება პერედელკინოში.

ცნობილი რუსი მწერლის, გეორგი ვლადიმოვის დაკრძალვის ცერემონია პარასკევს 24 ოქტომბერს გაიმართება მოსკოვის მიმდებარე დასახლება პერედელკინოში.
სამოქალაქო პანაშვიდი პერედელკინოს ეკლესიაში 13 საათზეა დანიშნული. 72 წლის გეორგი ვლადიმოვი 19 ოქტომბერს გარდაიცვალა გერმანიაში. მის კალამს ეკუთვნის არაერთი ფართოდ გახმაურებული მოთხრობა თუ რომანი, მათ შორის "დიდი მადანი" , "დუმილის 3 წუთი", "ერთგული რუსლანი", "გენერალი და მისი არმია". 1967 წელს ვლადიმოვი ალექსანდრ სოლჟენიცინს გამოექომაგა და საჯაროდ გააკრიტიკა საბჭოთა ცენზურა. 1977 წელს იგი, საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირიდან გამოვიდა და ორგანიზაცია "ემნისტი ინტერნეიშნელის" მოსკოვის განყოფილებას ჩაუდგა სათავეში.
XS
SM
MD
LG