Accessibility links

ავტომანქანა, რომელშიც 3 ამერიკელი ჯარისკაცი


ავტომანქანა, რომელშიც 3 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფებოდა, ხელნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქდა ბაღდადის ჩრდილოეთით.

ავტომანქანა, რომელშიც 3 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფებოდა, ხელნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქდა ბაღდადის ჩრდილოეთით.
დღესვე მოკლულ იქნა ორი შეიარაღებული ერაყელი, რომლებმაც ამერიკელების საგუშაგოზე განახორციელეს თავდასხმა ჩრდილოეთ ერაყში. ნავთობსადენის მახლობლად ჩრდილოეთ ერაყში მომხდარი აფეთქების შედეგად ერაყის სამოქალაქო დაცვის 2 თანამშრომელი დაიღუპა, ათი დაიჭრა. ბაღდადში, პოლიციამ აღმოაჩინა დანაღმული ავტომანქანა და დააპატიმრა სირიელი, რომელსაც პოლიციის ვარაუდით აფეთქება ჰქონდა განზრახული. ამერიკელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს ერთ-ერთი ტომის ლიდერი, შეიხი ჰათემ ალ-ობიედი, რომელიც ქალაქ ქირქუქში ნავთობსადენზე აფეთქების მოწყობაში იყო ეჭვმიტანილი.
XS
SM
MD
LG