Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა


"რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა, რომ ეს არის უსწრაფესი კომერციული რეისების დასასრული, გარკვეული დროით შეწყვეტა მაინც", - განაცხადა ბრიტანული ავიაკომპანიის "ბრიტიშ ეარვეიზის"

"რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა, რომ ეს არის უსწრაფესი კომერციული რეისების დასასრული, გარკვეული დროით შეწყვეტა მაინც", - განაცხადა ბრიტანული ავიაკომპანიის "ბრიტიშ ეარვეიზის"
თავმჯდომარემ ლორდმა კოლინ მარშალმა ავიაკომპანიის მიერ კონკორდის ტიპის თვითმფრინავების რეისების შეწყვეტის შესახებ. პარასკევს კონკორდის თვითმფრინავმა ბოლო რანსატლანტიკური რეისი შეასრულა. საფრანგეთის კომპანია "ეარ ფრანსმა" მაისში დაასრულა კონკორდის რეისები. ამ უსწრაფესი თვითმფრინავით ატლანტიკის ოკეანეზე გადაფრენა 3,5 საათშია შესაძლებელი და ორმხრივი ბილეთი მგზავრისთვის 11 ათას დოლარამდე ღირს. კონკორდის რეისების შეწყვეტის მიზეზი თვითმფრინავების შენახვის სიძვირეა. სულ მსოფლიოში 27 წლის მანძილზე 16 კონკორდი დაფრინავდა. შეგახსენებთ, რომ 2001 წელს "ეარ ფრანსის" კუთვნილი კონკორდის რეისის კატასტროფის დროს 109 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG