Accessibility links

logo-print

რუსი მრეწველებისა და ბიზნესმენთა კავშირმა


რუსი მრეწველებისა და ბიზნესმენთა კავშირმა,

რუსი მრეწველებისა და ბიზნესმენთა კავშირმა,
სრულიად რუსეთის ორგანიზაციებმა "დელოვაია როსიამ" და "ოპორა როსიამ" მძაფრად დაგმეს ხელისუფალთა მოქმედება კომპანია "იუკოსის" მფლობელის მიხაილ ხოდორკოვსკის მიმართ. გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფალთა უხეშმა შეცდომებმა რამდენიმე წლით უკან დაახევინა ქვეყანას და ნდობა დაუკარგა სამართალდამცავ სისტემას. კომპანიები იძულებული არიან გადასინჯონ საინვესტიციო სტრატეგიები და უარი თქვან ქვეყნისათვის არც თუ უმნიშვნელო პროექტებზე, - ნათქვამია მრეწველთა და ბიზნესმენთა ერთობლივ განცხადებაში. ნიჟნი ნოვგოროდში მიმდინარე "რუსეთის ფორუმი 2003"-ის მონაწილეებმა მომხდარი შეაფასეს როგორც აშკარა აქტი ძალოვანი სტრუქტურების ზეწოლისა რუსეთის საზოგადოებაზე, მთლიანად. ხელისუფალთა მოქმედება გააკრიტიკა რუსეთის ფედერაციის კომპარტიამაც.
XS
SM
MD
LG